logo
ENG



ეზუგბაია: კოვიდინფიცირებული პაციენტების 10 წყარო დაუდგენელია

13 ივნ 202010:44
3 წუთის საკითხავი
 
hp8gj66u3myucbl.png

„საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტების სულ 10 წყაროა დაუდგენელი,“- ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ წყაროები გამოვლინდა, ეს რიცხვი შემცირდება.

​„თუ დღევანდელ 5 პიროვნებას კიდევ დავამატებთ წინა დღეებში გამოვლენილ შემთხვევებს, სულ 10 წყაროა დაუდგენელი. შეიძლება რომელიმეს წყარო დადგინდა და ჩემთვის უცნობი არის, მაგრამ თუ დაუდგენელი დარჩა, 10 არის ასეთი წყარო. თუ დადგენილია, რა თქმა უნდა, გამოაკლდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავდამყოფოს სამედიცინო დირქტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 5 საკარანტინო სივრციდან არის გადმოყვანილი, ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელსაც შეხება ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო 5-ის წყარო დაუდგენელია.                                                       


close დახურვა